ლელო

ნაცვლიშვილი: ენმ-ში გაიმარჯვა წარსულმა, ლელო ორიენტირებულია მომავალზე

ამ გადაწყვეტილების [ლევან ხაბეიშვილის არჩევის] შემდეგ დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტები, მათ შორის, ლელო ჩვენს პოზიციას ჩამოვაყალიბებთ, როგორ ვხედავთ სამომავლოდ ურთიერთობას თუ პარტნიორობას. ჩემი შეფასებით, სამწუხაროდ, ნაციონალურ მოძრაობაში გაიმარჯვა წარსულმა და არა მომავალმა და მომავლის ხედვებმა. ლელო ორიენტირებულია მომავალზე, საქართველოს დასავლურ, უსაფრთხო მომავალზე და შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ მომავლისკენ სვლას. პარტიასთან, რომელიც შედეგებით აჩვენებს, რომ წარსულში ბრუნდება, ჩვენ თანამშრომლობის მიზანს ვერ ვხედავთ.

რაც შეეხება იმას, თუ მომავალში როგორ განვითარდება პროცესები, თუ დავინახავთ რაიმე რადიკალურ ცვლილებას და მომავალზე ორიენტირებას... საუბრით ყველასთან ვსაუბრობთ, მაგრამ სტრატეგიული თანამშრომლობის წინაპირობებს და რესურსებს ახლა ნამდვილად არ ვხედავ პარტიასთან, სადაც წარსულმა და წარსულის მეთოდებმა გაიმარჯვა, რომელიც არც მაშინ მომწონდა და არც ახლა მომწონს ამ ხელისუფლების პირობებში.

ინტერპრესნიუსის ცნობით, ამბობს ლელოს წევრი ანა ნაცვლიშვილი.

კომენტარები