რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი უკრაინაში ბავშვთა დაცვის ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევს – UNHCR

ფილიპო გრანდი ხარკოვში
REUTERS/Sofiia Gatilova

Reuters-თან ინტერვიუში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ხელმძღვანელმა, ფილიპო გრანდიმ თქვა, რომ უკრაინელი ბავშვების გაშვილებითა და მათთვის რუსული პასპორტების დარიგებით რუსეთი ბავშვთა დაცვის ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევს.

გრანდის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის სამსახურს ოკუპირებული რეგიონებიდან ბავშვების დასახმარებლად მეტის გაკეთება სთხოვა. 

"მათი [ბავშვების] რუსულ ეროვნებაზე გადაყვანა, ან გაშვილება ომის მდგომარეობაში ბავშვთა დაცვის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ეს არის ის, რაც დღეს რუსეთში ხდება და არ უნდა ხდებოდეს". - ამბობს Reuters-თან ინტერვიუში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ხელმძღვანელი.

ზელენსკიმ გრანდისთან შეხვედრის შემდეგ გაეროს რუსეთში დეპორტირებული მოქალაქეების დასაცავად და დასაბრუნებლად სპეციალური მექანიზმის შემუშავებისკენ მოუწოდა და პასუხისმგებელი პირების დასჯა ითხოვა. 

Reuters-ის ინფორმაციით, რუსული მხარე უარყოფს ბავშვების გატაცებას და ამტკიცებს, რომ ამგვარ პრეცედენტს ადგილი არ ჰქონია. 

კომენტარები