რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანადა უკრაინას 4 ერთეულ Leopard 2-ის ტანკს გადასცემს

კანადის თავდაცვის მინისტრმა, ანიტა ანანდმა 26 იანვარს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ კანადა უკრაინას ოთხ Leopard 2-ის ტანკს გადასცემს.

"ვაცხადებ, რომ კანადა უახლოეს კვირებში უკრაინას Leopard 2-ის მთავარ საბრძოლო ტანკს მიაწვდის. ეს გადაწყვეტილება, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების დახმარებასთან ერთად, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გმირულ ბრძოლაში თავისუფლებისა და ერის სუვერენიტეტის დასაცავად დაეხმარება [...]

ლეოპარდ 2-ის ტანკები უკრაინას საშუალებას მისცემს გაათავისუფლოს მეტი ტერიტორია და დაიცვას ხალხი რუსეთის სასტიკი აგრესიისგან." - თქვა მინისტრმა.

ანანდის თქმით, ტანკები მომდევნო კვირაში გაიგზავნება და კანადის შეიარაღებული ძალების წევრები უკრაინაში ჩავლენ, რათა სამხედროებს ამ შეიარაღების მართვის შესახებ წვრთნები ჩაუტარონ. მან ასევე აღნიშნა, რომ კანადა სხვა ქვეყნებთან ერთად განიხილავს, როგორ უზრუნველყონ უკრაინის გრძელვადიანი დახმარება.

კომენტარები