ჯაშუში

ჩინელ ინჟინერს აშშ-ში ჯაშუშობისთვის 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჩინელ ინჟინერს აშშ-ში ჯაშუშობისთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დანაშაული ჩინეთის მიერ საავიაციო სავაჭრო საიდუმლოების მოპარვის მცდელობასთანაა დაკავშირებული. 

ინჟინერი გასული წლის სექტემბერში უცხოური მთავრობის აგენტად მუშაობისთვის გაასამართლეს. აშშ-ს გენერალური პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებული აშშ-ს არმიას ცრუ ინფორმაციას აწვდიდა. 

აშშ-ს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ინჟინერი ჩინეთის მთავარი სახელმწიფო დაზვერვის განყოფილების ხელმძღვანელობით მუშაობდა.

იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბრალდებული აშშ-ში სტუდენტური ვიზით ათი წლის წინ ჩავიდა.

კომენტარები