რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის გენპროკურორის მოადგილემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

გენერალური პროკურორის მოადგილემ, ალექსეი სიმონენკომ, რომელიც 2022 წლის ბოლოს ესპანეთში დასასვენებლად წავიდა, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს

წყაროს თქმით, მას შემდეგ, რაც ალექსეი სიმონენკოს გამგზავრების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა, მას გადადგომის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვეს. როგორც ირკვევა, გენერალური პროკურორის მოადგილემ შესაბამისი განცხადება უკვე დაწერა. 

მედიის ცნობით, სიმონენკო ახალი წლის აღსანიშნავად ოჯახთან ერთად ესპანეთის ქალაქ მარბელიაში 10 დღით გაემგზავრა. 

ასევე, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ თანამდებობა დატოვა

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მისი განცხადება დააკმაყოფილა.  

კომენტარები