უძრავი ქონების სექტორი

თბილისში უძრავი ქონება 1 წელში 14.3%-ით გაძვირდა – ფასები უბნების მიხედვით 

droa.ge

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის IV კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა, კერძოდ, წინა კვარტალთან შედარებით, ინდექსის (RPPI) ზრდამ 5.5% შეადგინა, წლიურმა ზრდამ კი – 14.3%.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კერძო სახლების ფასები 18.0%-ით, ბინების კი – 12.5%-ით გაიზარდა.

დედაქალაქის ყველაზე ძვირადღირებულ საცხოვრებელ უბნებად ბინების შეძენის თვალსაზრისით, კვლავ მთაწმინდა, ვაკე და საბურთალო რჩება, ყველაზე იაფად ბინების შეძენა გლდანში, ისანსა და სამგორშია შესაძლებელი.

2022 წლის მეოთხე კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში 1მ2 -ის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით.

რაც შეეხება კერძო სახლების სეგმენტს, ყველაზე ძვირად საცხოვრებელი ფართის შეძენა მთაწმინდაში, დიდუბესა და ვაკეშია შესაძლებელი, ყველაზე იაფად – ნაძალადევში, სამგორსა და გლდანში.  

საშუალოდ, 1მ2 ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებელი ბინის ღირებულება მთაწმინდაზე 4 941 ლარს შეადგენს, ხოლო სამგორში – 2 630 ლარს.

რაც შეეხება კერძო სახლების სეგმენტს, მთაწმინდაზე საცხოვრებელი ფართის შეძენა 3 258 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო გლდანში – 1 748 ლარად.

კომენტარები