წყალმომარაგების შეზღუდვა

კრწანისის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 30 საათით შეუწყდება

20 იანვარს კრწანისის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 30 საათით შეუწყდება. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მიზეზად "წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალსადენის ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს" ასახელებს. 

სამუშაოები 20 იანვარს დღის 12:00 საათზე დაიწყება და 21 იანვარს 18:00 საათზე დასრულდება. ამ პერიოდში წყალმომარაგება შეუწყდება:

მეფე სოლომონ II-ის ქუჩას და შესახვევებს, კრწანისის ქუჩას, კრწანისის I, II, III გასასვლელს, კრწანისის 1 ჩიხს, კრწანისის II შესახვევს, კახა კაციტაძის, გრიგოლ ვოლსკის, ალიოშა ჯაფარიძის და წინანაურის ქუჩებს, ორთაჭალის ქუჩა N60-134, N75-131.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის“, - ნათქვამია GWP-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები