რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბორის ჯონსონი: გამოიყენეთ ჩამორთმეული რუსული ფული უკრაინის აღსადგენად

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე თქვა, რომ რუსული აქტივების ჩამორთმევისა და გაყიდვის შესახებ კანონებს მხარს დაუჭერს. მისი თქმით, ეს ფული უკრაინის აღდგენის დასაფინანსებლად უნდა გამოიყენონ.

აშშ-მ და კანადამ რუსული აქტივების ჩამორთმევისა და გაყიდვის პროცესი უკვე დაიწყეს.

ამასთან, უკრაინის დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ ბორის ჯონსონს, როგორც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ დიდი ხნის განმავლობაში მებრძოლს, კიევის საპატიო მოქალაქის ტიტული გადასცა.

კომენტარები