რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

შევჩუკი: პაპს უკრაინელი ტყვეების სიას რეგულარულად ვუგზავნით

სვიატოსლავ შევჩუკი

უკრაინის ბერძნულ-რომაული წესის კათოლიკე ეკლესიის მეთაურმა, სვიატოსლავ შევჩუკმა უკრაინსკაია პრავდასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სამხედრო ტყვეების სიებს პაპს თვეში ერთხელ მაინც გადასცემს. გარდა ამისა, მისივე თქმით, კათოლიკე ეკლესია მათ გასათავისუფლებლად ყველა შესაძლო დიპლომატიურ არხს იყენებს. 

"ბოლო შეხვედრის დროსაც მორიგი საქაღალდე გადავეცი. ვიცი, რომ საქმეები წინ მიდის". – თქვა სვიატოსლავ შევჩუკმა.

ინტერვიუსას შევჩუკმა ისაუბრა ოკუპანტებთან ურთიერთობის გამოწვევებზე, რამდენადაც, მისი თქმით, რუსებს დიპლომატია სძულთ. 

"ამიტომ, ძნელი სათქმელია, ამ დაპირისპირების ნებისმიერი სახით მოგვარებისთვის რამდენად ეფექტურია დღეს დიპლომატიური გზა. მაგრამ, მე პირადად შემიძლია დავადასტურო, რომ ყველა შესაძლო ძალისხმევას სწევს სამოციქულო დედაქალაქი". – აღნიშნა უკრაინის ბერძნულ-რომაული წესის კათოლიკე ეკლესიის მეთაურმა.

კომენტარები