რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზურაბიშვილი: ბროვარიში მომხდარი ტრაგედიის გამო, ვუსამძიმრებ უკრაინელ ხალხს, ზელენსკის

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბროვარიში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ზელენსკის.

საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი TWITTER-ზე წერს. კიევის ოლქში, ბროვარიში, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენი ჩამოვარდა. პირველადი მონაცემებით, დაიღუპა 16 ადამიანი, მათ შორის, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე, ევგენი ენინი და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, იური ლუბკოვიჩი. 

კომენტარები