რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინისთვის Patriot-ის სისტემის გადაცემას ნიდერლანდებიც აპირებს

პატრიოტის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გამოცდა Artemis Strike 2017-ის წვრთნებზე.
Anthony Sweeney

ნიდერლანდები უკრაინისთვის Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გადაცემას აპირებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მარკ რიუტემ აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის დროს ისაუბრა. 

"ჩვენ ვაპირებთ შემოვუერთდეთ თქვენი და გერმანიის პროექტს Patriot-ების პროექტზე... ვფიქრობ მნიშვნელოვანია შემოვუერთდეთ, ეს გერმანიის ოლაფ შოლცთანაც განვიხილე დილით". – თქვა რიუტემ ბაიდენთან შეხვედრის დროს.

ჯერჯერობით უცნობია, ნიდერლანდებმა თუ დაიწყო ოფიციალური ქმედებები სისტემების გასაგზავნად. The New York Times-თან საუბარში აშშ-ს პენტაგონის ერთ-ერთმა წყარომ თქვა, რომ ფორმალური გადაწყვეტილება მალე მოსალოდნელი იქნება. ნიდერლანდების საგარეო სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს.

გასული წლის დეკემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებს მიაწვდიდა. ამას გარდა, როგორც იანვარში გაირკვა, ამავე დანადგარით კიევს გერმანიაც დაეხმარება.

კომენტარები