რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ჩვენს ქალაქების ხელყოფისას რუსები ევროპის სხვა ქალაქებსაც გულისხმობდნენ

გაიხსენეთ გასული წლის თებერვალი. გაიხსენეთ რუსული ჯარების შეტევა კიევზე, მარიუპოლზე, ხარკოვზე, ჩერნიგოვზე. ეს იყო ბევრად მეტი, ვიდრე რუსეთის მცდელობა დაეპყრო ჩვენი ტერიტორია. ჩვენს ქალაქების ხელყოფისას ევროპის სხვა დამოუკიდებელი სახელმწიფოების ქალაქებსაც გულისხმობდნენ. კიევზე თავდასხმისას ისინი ვილნიუსზე შეტევაზე ოცნებობდნენ. და რიგაზე, ვარშავაზე, პრაღასა და კიშინიოვზე.

მათ სურდათ, რომ ჩვენი თავისუფლება დაცემულიყო. მაგრამ სწორედ ისინი არიან, ვინც დაეცემიან. ახლა კი სულ უფრო და უფრო ნაკლებად აქვთ ასეთი ოცნებები. ისინი კარგავენ იმ ძალას, რომლითაც ტრაბახობდნენ. ისინი მხოლოდ იმაზე საუბრობენ, მოახერხებენ თუ არა, რომ არ დამარცხდნენ.

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლიტვის სეიმისადმი მიმართვისას.

კომენტარები