რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: 2023 წელი იქნება გადამწყვეტი, მნიშვნელოვანია რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლიტვის სეიმისადმი ვიდეო მიმართვისას აღნიშნა, რომ 2023 წელი იქნება გადამწყვეტი, ამიტომ მნიშვნელოვანია რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანება, რათა ოკუპანტებს დასვენებისა და ძალების აღდგენის დრო არ ჰქონდეთ.

"ეს ერთადერთი გზაა სრულმასშტაბიანი აგრესიის დასასრულებლად. ჩვენ გვჭირდება სასწრაფო გადაწყვეტილებები მთელი ჩვენი ანტისამხედრო კოალიციისთვის. ახალი თავდაცვითი გადაწყვეტილებები, რომლებიც უკრაინელ ჯარისკაცებს მისცემს შესაძლებლობას, რუსული არმია ჩვენი მიწიდან გაიყვანონ. და ეს, პირველ რიგში, ეხება თანამედროვე ტანკებსა და ეფექტურ არტილერიას". – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა სანქციების მნიშვნებლობას, როგორც აგრესორ სახელმწიფოზე ზეწოლის ერთ-ერთ ეფექტურ მექანიზმს. 

"როდესაც დღევანდელი მოსკოვიდან შურისძიების მაძიებლები სასამართლოს წინაშე წარდგებიან, ეს ასევე იქნება ისტორიული სასჯელი იმ შურისძიების მაძიებელთათვის, რომლებიც ჩვენი თავისუფლების შეზღუდვას ერთი თაობის წინ ცდილობდნენ". – დასძინა ზელენსკიმ ლიტვის სეიმისადმი მიმართვისას.

კომენტარები