ლანჩხუთი

ლანჩხუთში ქარმა მოგლიჯა ხე, რომელიც მანქანას დაეცა – მძღოლი ადგილზე დაიღუპა

ლანჩხუთში, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც მიმავალ მანქანას დაეცა. შემთხვევის შედეგად მძღოლი დაიღუპა. ინფორმაცია ინტერპრესნიუსს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა დაუდასტურა.

"ლანჩხუთში კვლავ ძლიერი ქარია. გვაქვს ძალიან ცუდი შემთხვევა. სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე, კერძოდ, სოფელ ლესაში მოძრავ ავტომანქანას ქარისგან მოგლეჯილი ხე დაეცა. ავტომობილი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა. სამწუხაროდ ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა". - უთხრა ინტერპრესნიუსს მერმა. 

კომენტარები