რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დანილოვი: მომდევნო ორი-სამი თვე ომში გადამწყვეტი იქნება

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა ეროვნული საინფორმაციო გამოშვების ეთერში თქვა, რომ მომავალი რამდენიმე თვე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რუსეთ-უკრაინის ომში. მისი თქმით, ორივე მხარე გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება.

„მომდევნო ორი-სამი თვე ძალიან მნიშვნელოვანი, თითქმის გადამწყვეტი იქნება ამ ბრძოლაში, რისთვისაც ჩვენც და აგრესორი რუსეთიც ვემზადებით” - თქვა დანილოვმა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ეს მას შემდეგ თქვა, რაც სერგეი სუროვიკინმა  უკრაინაში მოქმედი საოკუპაციო ძალების მეთაურის თანამდებობა დატოვა. მისი თანამდებობა რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა დაიკავა, რომელსაც „სპეციალური სამხედრო ოპერაციის არქიტექტორად“ მოიხსენიებენ.

ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთის გენერალური შტაბის მეთაურის, ვალერი გერასიმოვის უკრაინაში მოქმედი საოკუპაციო ძალების მეთაურად დანიშვნა მიუთითებს რუსეთისთვის სიტუაციის გამწვავებაზე და მათი მხრიდან ეს არის აღიარება, რომ კამპანია მიზნებს ვერ აღწევს.

ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ ეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მხრიდან ომის მართვის მიდგომაში მნიშვნელოვანი ცვლილებაა.

კომენტარები