რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელ სამხედროს ექიმებმა გულ–მკერდიდან გაუაქტიურებელი ყუმბარა ამოუღეს

უკრაინელი სამხედროს რენტგენის სურათი
ჰანა მალიარის Facebook-დან

უკრაინელი მაღალჩინოსნების ცნობით, ჯარისკაცს ოპერაცია ჩაუტარდა, რის შედეგადაც გულ-მკერდის არიდან აუფეთქებელი ყუმბარა ამოუღეს. Gaurdian-ის ინფორმაციით, ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

 უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის თქმით, ქირურგებმა იარაღი დაშავებულ სამხედროს მკერდიდან ამოუღეს. ამის დასტურად მან Facebook-ზე სამხედროს რენტგენის სურათი ატვირთა. 

"სამხედრო ჰოსპიტლის ექიმებმა აუფეთქებელი ყუმბარის ამოსაღებად ოპერაცია ჩაატარეს". - წერს ჰანა მალიარი Facebook-ზე. 

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს ცნობით, ქირურგებს სპეციალური ჯგუფი ეხმარებოდა, რომელმაც იარაღის განეიტრალებაზე იზრუნა. მისივე თქმით, პროცედურა თავისი განსაკუთრებულობით სამედიცინო სახელმძღვანელოებში შეტანას იმსახურებს. 

"ჩვენს ექიმებს მსგავსი ტიპის ოპერაციაზე მუშაობის გამოცდილება არ ჰქონიათ. ავღანეთის ომში იყო ანალოგიური შემთხვევა. პაციენტზე იმის თქმა შემიძლია, რომ 1994 წელს არის დაბადებული. მისი მდგომარეობა სტაბილურია და ახლა რეაბილიტაციას გადის. ჩემი აზრით, ამ შემთხვევას სამედიცინო სახელმძღვანელოებში შეიტანენ". - თქვა გერაშჩენკომ.  

კომენტარები