პასპორტი

იაპონიის პასპორტი 2023 წლის ყველაზე ძლიერ პასპორტად დასახელდა, საქართველო 50-ე ადგილზეა

ბრიტანული კომპანიის, Henley & Partners-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის ყველაზე ძლიერ პასპორტად იაპონიის პასპორტი დასახელდა. იაპონიის მოქალაქეებს უვიზოდ მიმოსვლა 193 ქვეყანაში შეუძლიათ. იაპონიას უკან მოსდევენ სამხრეთ კორეა და სინგაპური, 192 უვიზო რეჟიმით.

საქართველო აღნიშნული ინდექსით 50-ე ადგილზეა, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს 116 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ გადაადგილება. 

მსოფლიოში ყველაზე სუსტ პასპორტად ავღანეთის პასპორტი დასახელდა, რომლის მოქალაქეებს უვიზოდ გადაადგილება მხოლოდ 27 ქვეყანაში შეუძლიათ.

2023 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები Henley & Partners-ის მიხედვით:

1) იაპონია (193 უვიზო რეჟიმი)

2) სინგაპური, სამხრეთ კორეა (192 უვიზო რეჟიმი)

3) გერმანია, ესპანეთი (190 უვიზო რეჟიმი)

4) ფინეთი, იტალია, ლუქსემბურგი (189 უვიზო რეჟიმი)

5) ავსტრია, დანია, ნიდერლანდები, შვედეთი (188 უვიზო რეჟიმი)

6) საფრანგეთი, ირლანდია, პორტუგალია, გაერთიანებული სამეფო (187 უვიზო რეჟიმი)

7) ბელგია, ახალი ზელანდია, ნორვეგია, შვეიცარია, აშშ, ჩეხეთის რესპუბლიკა (186 უვიზო რეჟიმი)

8) ავსტრალია, კანადა, საბერძნეთი, მალტა (185 უვიზო რეჟიმი)

9) უნგრეთი, პოლონეთი (184 უვიზო რეჟიმი)

10) ლიტვა, სლოვაკეთი (183 უვიზო რეჟიმი)

კომენტარები