მიხეილ სააკაშვილი

ალასანია პროკურორზე: გორში დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი და ცნობილ ნევროლოგს არ ეთანხმება

არ მინდა, დავაკნინო, ადამიანს აქვს დამთავრებული გორში იურიდიული ფაკულტეტი. უკაცრავად და, მსოფლიოში ცნობილ ნევროლოგს ნევროლოგიურ დიაგნოზში არ ეთანხმება თურმე...  ეს ყველაფერი ცოტა სასაცილო არ არის? 

კი ბატონო, აღიარეს, რომ ავად არის, მძიმე ავადმყოფია, მაგრამ ეს ყველაფერი უნდათ, რომ მიაწერონ 2017 წელს უკრაინაში მომხდარს... ჩვენ ხომ გვახსოვს, იმის შემდეგ როგორ გამოიყურებოდა ადამიანი. ელემენტარულად, დიაგნოზებსაც რომ ტავი დაანებო, როგორ გამოიყურებოდა ფიზიკურად და ახლა როგორ გამოიყურება, ამასაც ხომ ვხედავთ? 

ამბობს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია სააკაშვილის საქმის პროკურორზე. გუშინ, 9 იანვარს ჩვენება ამერიკელმა ექიმმა, შაჰინ ლაჰანმა მისცა. მისი თქმით, "სააკაშვილი სერიოზულად არის ავად" და მას ბევრი შეუსაბამო მედიკამენტი დაუნიშნეს. 

კომენტარები