შტორმი აშშ-ში

კალიფორნიაში შტორმს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა, შტატი ამინდის გაუარესების მოლოდინშია

კალიფორნიის შტატში უკანასკნელ 10 დღეში კოკისპირულ წვიმებს და ძლიერ ქარს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა. 120 000-ზე მეტი ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

შტატის გუბერნატორის ცნობით, შტორმი ამ კვირაშიც გაგრძელდება და სინოპტიკოსები ციკლონების გაგრძელებას კვლავ ვარაუდობენ. მისი ინფორმაციით, ყველაზე ცუდი ამინდი, სავარაუდოდ, ხვალ დაფიქსირდება.

გავრცელებული ცნობებით, კოკისპირული წვიმების შედეგად წინა კვირაში ადიდებული მდინარეებისგან მიყენებული ზარალი კვლავ გაიზრდება და სავარაუდოა, რომ ძლიერი ქარი ხეებსა და ელექტროგაყვანილობას დააზიანებს. შტატის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში შტორმს ძლიერი თოვლიც ემატება.

კომენტარები