მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის მომდევნო პროცესი 11 იანვარს ჩაინიშნა

მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 11 იანვარს გაიმართება. მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომა 12:00 საათზე ჩანიშნა.

დღევანდელ პროცესზე  ამერიკელი ექიმი შაჰინ ლაჰანი გამოიკითხა, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილი სერიოზულად არის ავად და დაავადებები ხელისშემშლელი ფაქტორია მისთვის სასჯელის მოხდისთვის. ექიმის თქმით, სააკაშვილის ბევრი შეუსაბამო მედიკამენტი დაუნიშნეს.

სასამართლო სხდომები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების საქმეზე მიმდინარეობს.

კომენტარები