რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

50 უკრაინელი სამხედრო ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლდა – ერმაკი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის თქმით, რუსეთის ტყვეობიდან უკრაინაში 50 სამხედრო - 33 ოფიცერი და 17 რიგითი და სერჟანტი დაბრუნდა.

"ტყვეთა კიდევ ერთი წარმატებული გაცვლა. ჩვენ სახლში 50 სამხედრო დავაბრუნეთ. ესენი არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, საზღვრის დაცვის სამსახურის, საზღვაო ძალების, სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები." - წერს ერმაკი Telegram-ზე.

მისი თქმით, სახლში ტყვეობიდან ბრუნდებიან ჩერნობილის, მარიუპოლის, დონეცკის, ბახმუტის, კიევის რეგიონის და იმ ტერიტორიების მცველები, სადაც სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობდა.

აპარატის უფროსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ არის უკანასკნელი გაცვლა: "ჩვენი ამოცანაა მთელი ჩვენი ხალხის დაბრუნება და ამას შევასრულებთ."

2022 წელს რუსული ტყვეობიდან 1596 სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე გათავისუფლდა

კომენტარები