ამინდის პროგნოზი

ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, თოვლი და ქარი - როგორი ამინდი იქნება 7-8 იანვარს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7-8 იანვარს საქართველოში ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება და ნალექია მოსალოდნელი. მთასა და მაღალმთაში კი შესაძლებელია ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ხილვადობის გაუარესება.

სინოპტიკოსების ცნობით, ზოგან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. ზღვაზე კი 3-4 ბალიანი შტორმული ღელვაა შესაძლებელი.

კომენტარები