ვალერი მელაძე

ვალერი მელაძე: ჩემს საყვარელ ერებს კონფლიქტი აქვთ, არ შემიძლია, ვინმეს ვერ ვიტანდე

ხალხო, მინდა, რომ მომისმინოთ და გაიგოთ ჩემი სიტყვები. აი, უკვე 10 თვე მე, ისევე, როგორც ბევრი სხვა ადამიანი, ვცხოვრობ სიმძიმისა და სევდის შეგრძნებით. ასე გამოვიდა, ჩემს ძლიერ საყვარელ ერებს კონფლიქტი აქვთ, რომელშიც ადამიანები იღუპებიან. მე არ შემიძლია და არ მინდა, ვინმეს ვერ ვიტანდე და არ ვცდილობ, ვინმეს ვასიამოვნო. მე მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, რომ ანტაგონიზმი შეწყდეს და ახლობელ ერებს შორის შეთანხმება აღდგეს. მზად ვარ, ამაში მთელი ჩემი ენერგია ჩავდო. 

წერს მომღერალი ვალერი მელაძე. რუსეთში მელაძისთვის მოქალაქეობისა და წოდებების ჩამორთმევას ითხოვენ. მიზეზი სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოა, რომელშიც ისმის, რომ მელაძე სიტყვებს - "Слава Україні!", პასუხობს - "Героям слава!"

კომენტარები