მიხეილ სააკაშვილი

ხაბეიშვილი აქციაზე: ახლა ბოდიში, რომ ვიღაცების სოციალურ ქსელს არ ვკითხულობ

მართლა გულწრფელად გეუბნებით, რომ არ ვიცი [მშვიდობის ხიდზე აქციის შესახებ]. არ ვიცი, ყველა ადამიანს თავისი გამოხატვის უფლება... არ ვიცი, მე, როგორც პარტიის სამდივნოს წევრს, არანაირი ინფორმაცია ამის შესახებ არ მაქვს, არც როგორც პოლიტსაბჭოს წევრს არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და ახლა ბოდიში, რომ ვიღაცების სოციალურ ქსელს არ ვკითხულობ. 

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. ხაბეიშვილის განცხადებით, ხვალ, 4 იანვარს აქციას მთავრობის ადმინისტრაციასა და შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართავენ. მის ბრიფინგს გამოეხმაურა პარტია - განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აქციის სხვა ლოკაციები და დრო 31 დეკემბერს შეათანხმეს და "სამწუხაროა, რომ ინდივიდები სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის თემას გასახლეჩად იყენებენ". 

კომენტარები