გერმანია

რუსეთის დაზვერვის ორგანოების ინტერესი გერმანიის მიმართ იზრდება – ჰალდენვანგი

თომას ჰალდენვანგი

გერმანიის შიდა სადაზვერვო სამსახურის ცნობით, რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, რუსეთის დაზვერვის ორგანოების ინტერესი გერმანიის მიმართ იზრდება. ამის შესახებ საკონსტიტუციო დაცვის უწყების ხელმძღვანელმა, თომას ჰალდენვანგმა გერმანულ სააგენტო dpa-სთან ისაუბრა. მისივე თქმით, ჩინეთი და ირანი იმ სახელმწიფოთა სიას მიეკუთვნებიან, რომელთა სადაზვერვო სამსახურები გერმანიაში აქტიურობენ.

"რუსეთის სადაზვერვო ინტერესი აქ, გერმანიაში არა მხოლოდ ურყევია, არამედ იზრდება კიდეც, რადგან ომის შედეგები გრძელდება". – აღნიშნა ჰალდენვანგმა.

უკრაინასთან რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, ბევრმა ევროპულმა სახელმწიფომ რუსი აგენტები ქვეყნიდან გააძევა, მათ შორის იყო გერმანია, რომელმაც რუსეთის ბერლინის საელჩოდან 40 თანამშრომელი გააძევა.

კომენტარები