რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინელებმა ბახმუტთან 170-ზე მეტი რუსი სამხედრო გაანადგურეს, 200-ზე მეტი დაშავდა – UNIAN

REUTERS

2022 წლის ბოლო დღეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტთან ბრძოლისას 170-ზე მეტი რუსი სამხედრო მოკლეს, ხოლო ბრძოლის შედეგად 200-ზე მეტი დაშავდა. დღის განმავლობაში ბახმუტში 23 შეტაკება მოხდა. ინფორმაციას გამოცემა UNIAN-ი ავრცელებს.

"მათ ვერ შეძლეს ჩვენი თავდაცვის გარღვევა და კიდევ ერთხელ ვერ მიაღწიეს რაიმე შუალედურ მიზნებს". – თქვა აღმოსავლეთ სარდლობის წარმომადგენელმა, სერგეი ჩერევატიმ.

მისივე თქმით, წარუმატებლობების მიუხედავად, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს საკმარისი სამობილიზაციო რესურსი და ძველი იარაღი ამ ტაქტიკის გასაგრძელებლად.

რუსული ძალები დონეცკის ოლქში ქალაქ ბახმუტის აღებას უკვე რამდენიმე თვეა ცდილობენ. ISW-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ ფრონტზე რუსების რესურსები უკვე ამოწურულია და შეტაკებები, შესაძლოა, მალე დასრულდეს.

კომენტარები