რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ტყვეთა გაცვლით 140 ადამიანი ბრუნდება, მათ შორის მარიუპოლისა და ზმეინის მცველები - ერმაკი

ტყვეთა დაბრუნება
ანდრეი ერმაკის ტელეგრამი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ცნობით, რუსეთთან ტყვეთა გაცვლის შედეგად 140 ადამიანი უკრაინაში ბრუნდება.

"ახალ წელს არამარტო მტრის სარაკეტო თავდასხმებს ვიგერიებთ, არამედ ჩვენს ხალხსაც უკან ვაბრუნებთ. ეს არის კიდევ ერთი დიდი მასშტაბის გაცვლა, რომელიც წარმატებით განხორციელდა - 140 ადამიანი სახლში ბრუნდება". - წერს ერმაკი.

მისი თქმით, დაბრუნებულ ადამიანებს შორის არიან მარიუპოლისა და კუნძულ ზმეინის მცველებიც.

"82 ადამიანი არის უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან, 15 - ტერიტორიული თავდაცვიდან, 22 - ეროვნული გვარდიიდან, 11 - საზღვაო ძალებიდან და 10 ადამიანი სასაზღვრო სამსახურიდან. 132 კაცი და 8 ქალი, 22 ოფიცერი და 118 სერჟანტი და ჯარისკაცი...

სანამ ისინი ისვრიან, ჩვენ ვიბრძვით, ვპასუხობთ და ვიბრუნებთ. ყველას დავაბრუნებთ. მადლობა სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკითხებში საკოორდინაციო შტაბს. კეთილი იყოს სახლში დაბრუნება, ძვირფასებო". - წერს ერმაკი.

კომენტარები