სასტუმროს დაწვა

კამბოჯაში სასტუმროს ხანძარი გაუჩნდა - დაიღუპა, სულ მცირე, 10 ადამიანი

პოლიციისა და ადგილობრივი მედიის ცნობით, ტაილანდის საზღვართან, კამბოჯის სასტუმროში მდებარე კაზინოში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა

ხანძარი საზღვრისპირა ქალაქში მდებარე სასტუმრო Grand Diamond City-ში 28 დეკემბერს, დაახლოებით 23:30 (გრინვიჩის დროით-16:30) საათზე გაჩნდა. პოლიციის თქმით, ამ დროისათვის შენობაში 400-მდე პირი იმყოფებოდა. სოციალურ მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ ხტებიან ადამიანები ზედა სართულების ფანჯრებიდან.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია, დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები