რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: მტერი შეეცდება, უახლოესი დღეები ჩვენთვის ბნელი და რთული გახადოს

25 დეკემბერს შობას მილიონობით ადამიანი აღნიშნავს, მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ყველას, ვინც ზეიმობს. 

მინდა, კიდევ ერთხელ, ერთად გამოვხატოთ მადლიერება ყველას მიმართ, ვინც ამ დღეებში და ნებისმიერ სხვა დროს აკეთებს ყველაფერს, რათა ჩვენ ვიცხოვროთ, ვიცხოვროთ ჩვენი ცხოვრებით ჩვენს ქვეყანაში. 

ამ წლის მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მტერი შეეცდება, ეს დრო ჩვენთვის ბნელი და რთული გახადოს. 

გთხოვთ, ამ დღეებში ყურადღება მიაქციეთ საჰაერო განგაშს. თავიდან მოძებნეთ და დაიმახსოვრეთ, სად არის უახლოესი უსაფრთხოების პუნქტი, უთხარით თქვენს მშობლებს, სად იპოვონ ისინი, თუ საჭირო გახდება. 

გთხოვთ, თავს გაუფრთხილდით და მზად იყავით სხვების დასახმარებლად. როდესაც უკრაინელები ერთად არიან, როდესაც უკრაინელები ერთმანეთის მადლიერნი არიან, ჩვენ ვერ დაგვამარცხებენ. დაე, ყოველთვის ასე იყოს! 

დიდება ძლიერ, ლამაზ და საუკეთეოს ხალხს!

წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. 

კომენტარები