ხანძარი ქუთაისში

ქუთაისში სასტუმროს სახურავს ცეცხლი გაუჩნდა

ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე მდებარე სასტუმროს სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი სხვენში მომხდარმა ე.წ. მოკლე ჩართვამ გამოიწვია. 

როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე მუშაობს სახანძრო-სამაშველო სამსახური. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

კომენტარები