ხანძარი ქუთაისში

ქუთაისში ხანძარია

ქუთაისში ავტოქარხნის დასახლებაში ხანძარია. ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ცეცხლი ეკალ-ბარდებსა და ბალახს უკიდია. ხანძრის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ. ბოლო ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია.

კომენტარები