რუსეთი

რუსეთში არალეგალურ მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში, ციმბირის ქალაქ კემეროვოში მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაშავდა - 6. ხანძარმა ორ-სართულიანი ხის შენობის მეორე სართული სრულად გაანადგურა.

პირველადი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი შესაძლოა გაუმართავი გათბობის ქვაბი გამხდარიყო. რუსული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მოხუცთა თავშესაფარი არალეგალურად მუშაობდა. 

რეგიონის გუბერნატორის თქმით, ყველა მსგავსი ობიექტის შემოწმება დაიწყება.

ადგილობრივმა სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა რუსულ სააგენტოსთან თქვეს, რომ მთელ რუსეთში მოხუცთა არაერთი დაურეგისტრირებელი სახლი ფუნქციონირებს. ისინი ითვლებოდნენ კერძო საკუთრებად მოიაზრება და არ ექვემდებარება სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებას.

კომენტარები