მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ვაშაძე ენმ-ს: გააკეთეთ სააკაშვილის გადარჩენის შტაბი, რას ველოდებით?

პირდაპირ ვეუბნები ნაციონალურ მოძრაობას, გააკეთეთ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის შტაბი, სადაც უნდა გაწევრიანდნენ ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ ქმედებებს განახორციელებენ, რას ველოდებით, რას ელოდებიან, რატომ არ არის ეს ინიციატივები.

აუცილებელია, რომ ეს მოხდეს. ხალხი დაიღალა, აღარ უნდა ამის მოსმენა – ჩვენ ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ, ასე ვიზამთ, დავფიქრდებით.

არა, ქმედებები უნდა. აქ არ არის საუბარი მხოლოდ პროტესტზე, აქ არის საერთაშორისო მასშტაბით ვაჩვენოთ ჩვენი ერთიანობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყნის შიგნით რომ ვაჩვენოთ ჩვენი ერთიანობა, ვებრძოლოთ იმ დეზინფორმაცია, რომელიც ქართული ოცნების მხრიდან მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე.

კომენტარები