მიხეილ სააკაშვილი

"სააკაშვილმა თავი ცუდად იგრძნო და ამ ეტაპზე, უარს აცხადებს ჩართვაზე" – ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტმა თავი ცუდად იგრძნო და ჩართვაზე უარს აცხადებს. 

"პროცესის პარალელურად ბატონ მიხეილთან იმყოფება ჩემი კომპანიის ადვოკატი, რომელიც დამიკავშირდა და თქვა, რომ ბატონმა მიხეილმა ცუდად იგრძნო თავი, გახდა ცუდად და აქედან გამომდინარე, ექიმიც იქნა გამოძახებული და ამ ეტაპზე უარს აცხადებს ჩართვაზე, მაგრამ თუ პენიტენციური სამსახური მოახერხებს და ჩართავს, შესაძლებელია სიტუაცია გაუმჯობესდეს და მან მოისურვოს ჩართვა".- ამბობს ხაჭაპურიძე. 

სასამართლო სხდომა, ჯერჯერობით მიხეილ სააკაშვილის გარეშე გრძელდება. სააკაშვილს სურდა, მოქალაქეებისთვის უკრაინულად მიემართა, რისი უფლებაც მოსამართლემ არ მისცა. 

მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლოს კლინიკა ვივამედიდან დისტანციურად ჩაერთო. მანამდე,  პენიტენციურმა სამსახურმა დააყენა შუამდგომლობა, მის ქმედებებში "სიმულაციის ნიშნების" დასადგენად სააკაშვილს ექსპერტიზა ჩატარებოდა. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.  

ასევე, სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სააკაშვილს მოუწოდა, აეწია მაისური, რათა საზოგადოებას მისი მდგომარეობა ენახა.

კომენტარები