უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია

მეუფე ზენონი კიევში ჩავიდა და უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის ლიდერს შეხვდა

მთავარეპისკოპოსი ზენონი და მიტროპოლიტი ეპიფანე

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონი, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიის კათედრიდან გადააყენა კიევში ჩავიდა. 

"სტუმრად უკრაინის სოლიდარობისათვის კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარეს მიტროპოლიტ ეპიფანესთან", - წერს მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული და საქართველოს ეკლესიის მიერ არცნობილ პირველიერარქთან ფოტოებს აქვეყნებს

საქართველოს ეკლესია ამ დრომდე არ აღიარებს კონსტანტინოპოლის მიერ უკრაინისთვის მიერ მინიჭებულ ავტოკეფალიას და კიევის მიტროპოლიტად მოსკოვს დაქვემდებარებული ეკლესიის ლიდერს განიხილავს. 

მეუფე ზენონი საქართველოს ეკლესიის პირველი მღვდელმთავარია, რომელიც მიტროპოლიტ ეპიფანეს სრული ტიტულით მოიხსენიებს, რაც ამ ეკლესიის პრაქტიკულ აღიარებას ნიშნავს. 

მთავარეპისკოპოსმა ზენონმა ეპიფანე კიეველი ლონდონშიც მიიღო.

კომენტარები