რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: Patriot-ების დამონტაჟების შემდეგ ბაიდენს გავუგზავნით სიგნალს, რომ მეტი გვინდა

რაა ჩემი მესიჯი პუტინისთვის? მე აქ ვდგავარ, აშშ-ში, პრეზიდენტი ბაიდენის გვერდზე, რადგან მას პატივს ვცემ როგორც პრეზიდენტს, როგორც პიროვნებას, როგორც ადამიანს. ჩემთვის ეს ისტორიული მომენტია. შემიძლია მესიჯი გავუგზავნო პრეზიდენტ ბაიდენს. მაგალითად, სერიოზული რომ არ ვიყოთ, იკითხეთ, რა მოხდება პატრიოტების დამონტაჟების შემდეგ. ამის შემდეგ პრეზიდენტ ბაიდენს გავუგზავნით მორიგ სიგნალს, რომ მეტ პატრიოტს ვისურვებდით. ესაა ჩვენი ცხოვრება, ომში ვართ, ბოდიში, მართლა ბოდიში.

რაც შეეხება პრეზიდენტ პუტინს, 2019 გვქონდა ნორმანდიის შეხვედრა, როცა პრეზიდენტი გავხდი. მაშინ პრეზიდენტ პუტინს მაქსიმალურად ვუგზავნიდით მესიჯებს... მაშინ გვითხრა, რომ სრულმასშტაბიანი ომი არ იქნებოდა, ის იტყუებოდა. რა მესიჯს გავუგზავნი მას იმის შემდეგ, რაც ჩვენი ცხოვრება გაანადგურა. ის შეიძლება უფრო შორსაც წავიდეს, საბჭოთა კავშირის ადგილზე, შეიძლება ამ ტერიტორიებზე შეჭრაც მოუნდეს. მჯერა, რომ რაღაც მეტია მსოფლიოს მიმართ მის არაადეკვატურ მიდგომაში. ჩვენ რატომ უნდა გავუგზავნოთ მესიჯი, ის უნდა იყოს დაინტერესებული, რომ მსოფლიოსგან ყურადღება მიიღოს. ის ცივილიზებული ხალხის ნაწილი არაა. მას უნდა აინტერესებდეს, რომ გადაარჩინოს საკუთარი ქვეყნის კულტურა და ისტორია, ასე რომ, ეს ახლა მისი პრობლემაა.

უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ჟურნალისტის შეკითხვას მისი ვიზიტის გზავნილებთან დაკავშირებით.

კომენტარები