რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენი თეთრ სახლში უკრაინის გმირის ორდენით დააჯილდოვა

ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში ჯო ბაიდენს უკრაინის გმირის მედლით აჯილდოებს, 2022 წლის 21 დეკემბერი.
Brendan Smialowski/AFP/Getty Images

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინის გმირის ორდენით დააჯილდოვა.

ზელენსკის თქმით, ეს მედალი პრეზიდენტ ბაიდენს ერთ-ერთმა უკრაინელმა სამხედრომ გამოუგზავნა.

"ერთი ბიჭია, რომელიც ნამდვილი, ნამდვილი გმირია, ნამდვილი კაპიტანი და მან მე მთხოვა, რომ მისთვის განკუთვნილი ჯილდო პრეზიდენტი ბაიდენისთვის გადამეცა... ის ძალიან მამაცია და მან მითხრა, გადაეცი ეს ძალიან მამაც პრეზიდენტსო და მე მსურს გადმოგცეთ. ეს არის ჯვარი სამხედრო დამსახურებისთვის". – უთხრა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს.

ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში 21 დეკემბერს ჩავიდა. ომის დაწყების შემდეგ, ეს მისი პირველი ვიზიტია, რომელსაც საზღვარგარეთ მართავს. ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი შეხვდება აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და მასთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს. შემდეგ კი ის კონგრესის წინაშე წარდგება.

როგორც ზელენსკიმ თქვა, მისი მიზანია უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის მოლაპარაკებები აწარმოოს.

კომენტარები