რუსეთი

პუტინი: სარმატის კონტინენტთაშორის რაკეტებს საბრძოლო მზადყოფნაში მალე პირველად მოვიყვანთ

РС-28 სარმატის ტიპის რაკეტა წითელ მოედანზე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, უახლოეს მომავალში РС-28 სარმატის ტიპის კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს საბრძოლო მზადყოფნაში პირველად მოიყვანენ.

"ახლო მომავალში საბრძოლო მზადყოფნაში პირველად იქნება მოყვანილი სარმატის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები. ვიცით, რაღაც მოძრაობებია მარჯვნივ, მაგრამ ეს ჩვენს გეგმებს არ ცვლის, ყველაფერი რეალიზებული იქნება". – თქვა პუტინმა თავდაცვის სამინისტროს სხდომაზე.

ამავე სხდომაზე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ აღნიშნა, რომ სარმატის წარმატებით გამოცდის შემდეგ, ამ სისტემის განლაგებაზე მუშაობა დაიწყო.

რუსეთმა სარმატის ტიპის რაკეტა პირველად 2022 წლის 20 აპრილს გამოცადა.

კომენტარები