რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: რუსეთი ყირიმიდან დრონებს ნახევარკუნძულის დაუცველობის გამო აღარ უშვებს

უკრაინის სამხედროების მიერ გამოქვეყნებული ფოტო, რომელზეც გამოსახულია ირანული დრონის ნამსხვრევები, ჩამოგდებული კუპიანსკთან ახლოს, უკრაინაში.

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთი ირანულ დრონებს ოკუპირებული ყირიმიდან აღარ უშვებს, რაც რუსეთის ყირიმის დაუცველობასთან დაკავშირებული შეშფოთებითაა გამოწვეული. ამასთან, დრონების მიწოდება ადვილია ასტრახანიდან – სავარაუდო ადგილიდან, საიდანაც რუსეთი სამხედრო ძალებს იარაღით ამარაგებს. 

"ბოლო დღეებში რუსეთის გრძელვადიანი დარტყმების კამპანია უკრაინის კრიტიკულ ეროვნულ ინფრასტრუქტურაზე გაიზარდა. თავდასხმის ტალღები ძირითადად საჰაერო და საზღვაო ფრთოსან რაკეტებს მოიცავს, თუმცა, ასევე, ირანის მიერ მოწოდებულ უპილოტო საფრენი აპარატებისგან შედგება, რომლებიც რუსეთის კრასნოდარის რეგიონიდან იყო გაშვებული". – ნათქვამია ანგარიშში.

ოქტომბერში ევროკავშირმა ირანს რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო სანქციები დაუწესა. იმავე მიზეზით დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდა 3 ირანელი გენერალი და დრონების მწარმოებელი კომპანია. 

5 ნოემბერს ირანში პირველად აღიარეს, რომ რუსეთს დრონები მიაწოდეს. თუმცა, საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის მტკიცებით, ეს ომის დაწყებამდე მოხდა, მანამ, სანამ ოკუპანტები დრონებს ელექტროსადგურებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ. 

საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, ირანმა რუსეთს დრონების "მცირე რაოდენობა" 24 თებერვლამდე, რამდენიმე თვით ადრე მიაწოდა. მინისტრი უარყოფს, რომ თეირანი უპილოტო საფრენი აპარატის მიწოდებას განაგრძობს.

კომენტარები