რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

FT: ნაბიულინა და გრეფი პუტინს არწმუნებდნენ, უკრაინაში არ შეჭრილიყო

FT

Financial Time-ის ინფორმაციით, რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე, ელვირა ნაბიულინა და სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი სბერბანკის ხელმძღვანელი, ჰერმან გრეფი პუტინს არწმუნებდნენ, უკრაინაში არ შეჭრილიყო.

გამოცემის ცნობით, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე ერთი თვით ადრე რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მასთან დაახლოებულ ეკონომიკის ექსპერტებს საკუთარ რეზიდენციაში შეხვდა.

გრეფმა მოამზადა 39-გვერდიანი პრეზენტაცია, რომელიც აფრთხილებდა პუტინს იმ სანქციებისა და ეკონომიკური ზიანის შესახებ, რომელიც უკრაინაში შეჭრას მოჰყვებოდა.

იმ დროისთვის პუტინთან დაახლოებული პირები შიშობდნენ, რომ პუტინი კრემლის მიერ კონტროლირებად სეპარატისტულ რეგიონების ანექსიას გამოაცხადებდა. რაც, მათი აზრით, მკაცრ სანქიციებს გამოიწვევდა დასავლეთის მხრიდან და საბოლოოდ, რუსეთის ეკონომიკას რამდენიმე ათწლეულით უკან დააბრუნებდა. ოკუპირებული რეგიონების ანექსიის გამოცხადების პასუხად აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქცირებულთა სიაში ნაბულიანაც მოხვდა

ელვირა ნაბულიანამ, როგორც გამოცემა წერს, პრეზენტაციის მომზადებაში მონაწილეობა მიიღო, თუმცა პუტინისთვის მისი წარდგენა გრეფმა იტვირთა. 

ორ წელიწადში მთლიანი შიდა პროდუქტი შეიძლება დოლარში 30 პროცენტით შემცირდეს. ინფლაცია აიძულებს ცენტრალურ ბანკს გაზარდოს საპროცენტო განაკვეთები 35 პროცენტამდე, რაც რეალურ შემოსავალს მეხუთედით შეამცირებს - ვარაუდობდნენ შეხვედრაზე მყოფნი. 

როდესაც გრეფი საფრთხეებზე საუბრობდა, პუტინმა შეაწყვეტინა და ჰკითხა, რა უნდა გაეკეთებინა რუსეთს სანქციების თავიდან აცილებისთვის, იტყობინება შეხვედრაზე მყოფი რამდენიმე ადამიანი. 

კომენტარები