რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაშია გამოცხადებული

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მორიგი მასშტაბური საჰაერო თავდასხმა წამოიწყო.

ნიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის თქმით, უკრაინის საჰაერო სივრცეში, სულ მალე, დაახლოებით, 60 რაკეტა შევა.

საჰაერო შეტევის მაუწყებელი სიგნალი უკრაინაში ადგილობრივი დროით დილის 8 საათიდან დაიწყო. 8:10-ზე განგაში გაისმა კიევში, მოგვიანებით კი ჟიტომირისა და ვინიცას ოლქებში. 8:33-თვის გამაფრთხილებელი სიგნალი მთელ უკრაინაში გამოცხადდა, რაც მოქალაქეებს თავშესაფარში გასვლისკენ მოუწოდებს.  

როგორც ტელეგრამარხები იუწყებიან, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით Х-101-ის ტიპის რაკეტები გაუშვა. 

კომენტარები