რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"დიდება უკრაინას" – ჟან-კლოდ ვან დამი უკრაინელ სამხედროებს შეხვდა

ბელგიელი მსახიობი ჟან-კლოდ ვან დამი უკრაინას ეწვია და სამხედროებს შეხვდა. 14 დეკემბრის ღამეს სოციალურ ქსელში Tik Tok გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღმოსავლური ორთაბრძოლების ოსტატი ორჯერ "დიდება უკრაინას" ყვირის, რაზეც სამხედროები "გმირებს დიდებას" პასუხობენ.

ერთი დღით ადრე ვან დამთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა უკრაინის საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანმა ალექსეი ბელოშიცკიმ.

ვან დამი პატრულის თანამშრომლებთან ერთად

8 დეკემბერს ვან დამი ქალაქ უჟგოროდის საავადმყოფოში იყო სტუმრად. ვიზიტს ექიმის მიერ გამოქვეყნებული ფოტო ადასტურებს.

ვან და მი და ექიმი მიხაილ ერშოვი

თავად მსახიობს უკრაინის ვიზიტის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. 

ვან დამი რამდენიმე წლის წინ რუსეთშიც იყო, მისი თქმით ვლადიმირ პუტინი მისი მეგობარია, ხოლო რამზან კადიროვს კარგად იცნობს. ომის დაწყების შემდეგ მსახიობმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "სამყაროს მშვიდობას უსურვებს".

კომენტარები