მიხეილ სააკაშვილი

გლუკსმანი: სააკაშვილს რომ რამე დაემართოს, დაივიწყეთ ყველაფერი, რაც შეიძლება ევროპიდან მიიღოთ

ეს საკითხი პირდაპირაა დაკავშირებული კანდიდატის სტატუსთან. თუ საქართველოს ხელისუფლებას სურს კანდიდატის სტატუსი, მაშინ პირველი და მთავარი ნაბიჯი უნდა იყოს ის, რომ მიხეილ სააკაშვილს მიეცეს ევროპაში გასვლისა და იქ მკურნალობის საშუალება. სააკაშვილს ციხეში რამე რომ დაემართოს, სრულად პასუხისმგებლები იქნებიან ხელისუფლების წარმომადგენლები. ასეთ შემთხვევაში, დაივიწყეთ ყველაფერი, რაც ევროპიდან შეიძლება მიიღოთ. ახლა აქაც, ამ პარლამენტშიც და ამ პარლამენტს მიღმაც ეს არის ლაკმუსის საქმე. თუ თქვენ გინდათ საქართველო ევროპაში, და ჩვენ ეს ყველას გვინდა, მაშინ მიშას საქმე ამ გზაზე გადადგმული პატარა ნაბიჯია.

თქვა ფრანგმა ევროპარლამენტარმა, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრმა, რაფაელ გლუკსმანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

კომენტარები