რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ბაიდენთან სასარგებლო საუბარი მქონდა, ძლიერ შეთანხმებას მივაღწიეთ

ახლახანს მქონდა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ჯო ბაუდენთან - როგორც ყოველთვის, მნიშვნელოვანი და სასარგებლო. ჩვენ ძლიერ შეთანხმებას მივაღწიეთ.  

დღეს G7-ის სამიტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას უკრაინა მიიღებს. ჩვენ პოზიციები ამერიკასთან გვაქვს კოორდინირებული. 

მოხარული ვარ, რადგან საუბრის დროს ვიგრძენი, რომ ჩვენი მშვიდობის ფორმულა პოზიტიურად აღიქმება. ეს ოპტიმიზმს გვმატებს. რაც უფრო მალე განხორციელდება ამ ფორმულის პუნქტები, მით უფრო მალე გვექნება უკრაინისა და ევროპის მშვიდობის გარანტია. 

მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება! დიდება ყველა ჯარისკაცს! მოდით, დამპყრობლებს რთული ღამე ჰქონდეთ! დიდება უკრაინას!

წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. 

კომენტარები