რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

შმიგალი: სლოვაკეთმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა

დენის შმიგალი

სლოვაკეთმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა, რომელიც, მათ შორის, განაღმვის სისტემასაც მოიცავს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი ავრცელებს.

შმიგალის თქმით, სლოვაკეთის დელეგაციასთან უკრაინის ენერგეტიკული აღჭურვილობის საჭიროებაც განიხილა და უკრაინა სლოვაკეთისგან 300-მდე გენერატორსაც მიიღებს.

"რუსული დაბომბვის გამო უკრაინის თბოელექტროსადგურების თითქმის ნახევარი დაზიანდა ან განადგურდა. ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური და კახოვკის ჰიდროელექტროსადგური კვლავ ოკუპირებულია. ამიტომ სლოვაკეთის მხარდაჭერა აძლიერებს ჩვენს გამძლეობას ზამთარში". - წერს შმიგალი Telegram-ზე.

როგორც შმიგალი აღნიშნავს, სლოვაკეთის მთავრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის დახმარების სუვრილი, მათ შორის, იარაღით, ფინანსებით, სანქციებითა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერით.

კომენტარები