რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად აღიარა

dailypolitical.com

აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც რუსეთის ქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად არის აღიარებული. 

რეზოლუცია მოუწოდებს აშშ-ს, NATO-სა და ევროკავშირთან ერთად, მხარი დაუჭიროს უკრაინის ხელისუფლებას, რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდის შესაჩერებლად.

ამავდროულად, მხარს უჭერს საერთაშორისო კრიმინალური გამოძიების ჩატარებას, რათა მოხდეს უკრაინაში მიმდინარე აგრესიაში, ომის დანაშაულებში, კაცობრიობის წინაშე დანაშაულებსა და გენოციდში პასუხისმგებლი რუსი პოლიტიკური ლიდერებისა და სამხედრო პერსონალის მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა.

ასევე, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი მოუწოდებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, გამოიყენოს მაგნიცკის სანქციები უკრაინაში გენოციდზე პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირების წინააღმდეგ.

კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა სენატორი ჯიმ რიში და აღნიშნა, რომ აშშ-მ უნდა განაგრძოს ნებისმიერი გზით უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა. 

"პუტინმა საკუთარი ქმედებებითა და სიტყვებით ნათლად აჩვენა, რომ მისი მიზანი უკრაინელი ხალხის განადგურებაა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი მისი სისასტიკე ირპინსა და კიევის რეგიონში. რეზოლუცია გმობს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აქტიურ გენოციდს, მოუწოდებს აშშ-ის ხელისუფლებას, ითანამშრომლოს ჩვენს მოკავშირეებთან, რათა აღვკვეთოთ გენოციდის მომავალი აქტები. ასევე, მხარს უჭერს გამოძიებას, რათა ამ საშინელ დანაშაულებზე პასუხისმგებლები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ. ჩვენ მომავალშიც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს გადარჩენისთვის ბრძოლაში". – ამბობს სენატორი რიში. 

კომენტარები