რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: უკვე 1 888 დასახლება გავათავისუფლეთ, თითქმის ამდენივე ოკუპაციაში რჩება

24 თებერვალს რუსეთმა ჩვენ წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ეს არის ომი გადარჩენისთვის. რუსული თავდასხმების გამო ჩვენი ასობით სოფელი და ქალაქი დაიწვა.  

ჩვენ უკვე 1 888 დასახლება გავათავისუფლეთ ოკუპაციისგან. თუმცა, თითქმის ამდენივე უკრაინული ქალაქი და სოფელი რჩება ოკუპაციაში. ეს ნიშნავს, რომ ახლა უკრაინაში ფრონტზე მილიონობით უკრაინელის ბედი წყდება. მილიონის, რომელთა გადარჩენაც შესაძლებელია.  

ჩვენ არ გვაქვს უფლება, მივატოვოთ ჩვენი ხალხი, დავტოვოთ რუსულ ოკუპაციაში, ფილტრაციის ბანაკებში, საიდანაც უკვე ათასობით მათგანი გაუჩინარდა. [არ გვაქვს უფლება, მივატოვოთ] რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც ასიათასობით უკრაინელი ძალდატანებით იქნა დეპორტირებული. ჩვენ შეგვიძლია მათი გათავისუფლება, ეს ისაა, რაზეც ჩვენი იმედები დგას, ამას ნიშნავს ჩვენი მხარდაჭერა. ეს ყველაფერი პოლიტიკის შესახებ არ არის - ეს სიცოცხლის შესახებაა. 

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

კომენტარები