რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაჭარაშვილი: კაბინეტში მაქვს გენერატორი, რომ მეუბნებით, [უკრაინას] რატომ არ უგზავნიო?

მოდი, ნუ წვალობთ რა ტელეკომპანია პირველის და მთავარის ჟურნალისტები. ნუ წვალობთ და პირდაპირ გვითხარით - რატომ არ ერთვებით, მეგობრებო, ომში?  

აქა მაქვს მე კაბინეტში გენერატორი ახლა? კაბინეტში მაქვს გენერატორი? არა, რომ მოდიხარ და მეუბნები, მაინტერესებს, გენერატორს გაუგზავნი თუ არაო, გაუშვი ერთი რა, კაბინეტში მაქვს გენერატორი? რომ მეუბნები, რატომ არ უგზავნი გენერატორსო, მეუბნები და სად არის ეს გენერატორი, ვინ მოითხოვა, არ ვიცი და მეუბნები, რატომ არ უგზავნიო.

ასე პასუხობს ივანიშვილის დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ ეხმარება საქართველო უკრაინას გენერატორებით. დღეს, 6 დეკემბერს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა თქვა, რომ 1 თვის წინ საქართველოს მთავრობას გენერატორები სთხოვეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. 

კომენტარები