რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთში, რიაზანის აეროდრომთან აფეთქება მოხდა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა

რიაზანში მდებარე აეროდრომი

რუსეთში რიაზანში მდებარე აეროდრომის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 9 ადამიანი, რომელთაგან 3 მოგვიანებით გარდაიცვალა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაზიანდა ერთი თვითმფრინავიც.

რუსულ მედიაში აფეთქების გამომწვევ მიზეზს არ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ აეროდრომზე საწვავის ავზი აფეთქდა. 

ამას გარდა ტელეგრამ-არხი BAZA ავრცელებს დაუდასტურებელ ინფორმაციას, რომ რუსეთის სარატოვის ოლქში მდებარე აეროდრომს თავს დაესხა უპილოტო საფრენი აპარატი, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. მათივე ინფორმაციით, დრონი ასაფრენ ბილიკზე ჩამოვარდა და დააზიანა ორი თვითმფრინავი.

სარატოვის ოლქში თავდასხმაზე დაუდასტურებელ ინფორმაციას ავრცელებს ტელეგრამ-არხი ASTRA-ც. მათი თქმით, არხის ინფორმაციით, აფეთქება დრონით თავდასხმა ენგელსის აეროდრომზე მოხდა. BAZA-ს მსგავსად, ASTRA-ც ავრცელებს ინფორმაციას ორი დაჭრილისა და ორი დაზიანებული თვითმფრინავის შესახებ. მათი ცნობით, დაზიანდა Ту-95-ის ტიპის თვითმფრინავები.

კომენტარები