რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ზამთარს გავუძლოთ, ის გამარჯვებასთან გვაახლოებს

ზამთრის მეოთხე დღე დასრულდა. ზამთრის, რომელიც აშკარად რთული იქნება. თუმცა, ამ ზამთრის აღქმა ღირს არა როგორც გამოცდად, არამედ როგორც დროდ - დროდ, რომელიც ჩვენ მთავართან გვაახლოებს - გამარჯვებასთან. ზამთრის თითოეული - 90 დღე [გვაახლოებს გამარჯვებასთან]. 

მტერი ნამდვილად იმედოვნებს, რომ ზამთარს ჩვენს წინააღდეგ გამოიყენებს - რათა ზამთარი მისი ტერორის ცივ ნაწილად აქციოს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ამ ზამთარს გავუძლოთ, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად რთული იქნება ეს. 

ამ ზამთრის გაძლება ნიშნავს ყველაფრის დაცვას. მთელი უკრაინა უძლეველი უნდა გახდეს და იმუშავოს ყოველ დღე, ყოველ ღამით. სახელმწიფომ, ბიზნესმა, ადამიანებმა - ყველა ჩვენგანმა, ყველა უკრაინელმა ერთად. 

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. 

კომენტარები